თავსებადია თუ არა სახსრების ტკივილი სპორტთან?
სახსრების ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ სურვილი გიჩნდება სასწრაფოდ შეწყვიტო ვარჯიში, რადგან ნებისმიერი მოძრაობა დისკომფორტს იწვევს. გგონია, რომ ასეთი დაძა
ტკივილი მუხლებში, იდაყვებში, მაჯის არეში ან სხვა სახსრებში – წარმოადგენს პრობლემას, რომლის წინაშეც ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოვჩნდეთ და რომელსაც ჩვეული ცხოვრების წესში თავისი კორექტივების შეტანა შეუძლია. ხანგრძლივი გასეირნების ნაცვლად, იძულებული ხართ სახლში დარჩეთ, ხოლო კარგი განწყობის ნაცვლად მხოლოდ დისკომფორტი და გაღიზიანებაა თქვენი თანამგზავრი.
ზოგჯერ ადამიანებს თავიანთი ჯანმრთელობა ისე გვიან ახსენდებათ, რომ სიტუაციის შეცვლა უკვე ძალიან რთული ხდება. არადა პროფილაქტიკის ზომების მიღება ხომ მკურნალობაზე ბევრად უკეთესია. ამრიგად, ჩვენ შევარჩიეთ 4 მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს სახსრების ახალგაზრდობის შენარჩუნებას მანამ, სანამ ტკივილი იჩენს თავს.
მეთოდი №1. იოგა და გაჭიმვა
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახსრებში დისკომფორტი შეიძლება გაჩნდეს, არის ცხოვრების მჯდომიარე წესი. თუ დიდი ხნის განმავლობაში ერთსა იმავე პოზაში ხართ, როდესაც კუნთები და სახსრები უმოქმედოა, ისინი ვერ იღებენ საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის საჭირო რაოდენობას.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ყოველდღიურ დღის წესრიგში ნებისმიერი აქტივობა დაამატოთ. თანაც მთავარია, არ გადააჭარბოთ: თუ აქამდე ფიზიკურ აქტივობას ნაკლებად უთმობდით დროს, სულაც არ არის საჭირო მარათონების მოწყობა ან სამიზნედ მძიმე ჰანტელის შერჩევა. მით უმეტეს, რომ სპორტის ამ სახეობებს სახსრების ტრავმების გამოწვევა შეუძლია.
ყველაზე მარტივია გაჭიმვით დაწყება – მაგალითად, იოგა, პილატესი, სტრეტჩინგი. რეგულარული ვარჯიში (კვირაში მინიმუმ 3-ჯერ) სხეულს უფრო მოქნილს ხდის, კუნთების ელასტიურობას ზრდის, სახსრების კვებას და მოძრაობის უნარს აძლიერებს, ამის წყალობით კი სისხლი უკეთესად ცირკულირებს.
თუ ამინდი ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე ივარჯიშოთ – ასე ორგანიზმი უფრო მეტ ჟანგბადს ღებულობს. ამავდროულად, ასეთი ვარჯიშები კარგ განწყობას მოგანიჭებთ მთელი დღის განმავლობაში.
მეთოდი №2. სწორი კვება
სახსრებს სასარგებლო და დაბალანსებული კვება სჭირდება. აქ საქმე არა მხოლოდ იმ ნუტრიენტებშია, რომლებიც ორგანიზმში პროდუქტებიდან მიიღება და რომლებიც სახსრებს კვებავს. სასარგებლო დიეტა ხელს უშლის სიმსუქნეს – ზედმეტი კილოგრამები დამატებით დატვირთვას ქმნის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე და აჩქარებს მის ცვეთას.
აქ მოცემულია კვებასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევა, რომლებიც გააძლიერებს სახსრებს და ხელს შეუწყობს ჯანმრთელობას.
ფასტ-ფუდი, ცხიმიანი და ცხარე საკვები, ტკბილეული და ცომეული ავნებს სახსრებს – ისინი სითხის გამოყვანას ანელებს და სხეულს ნახშირწყლებით გადატვირთავს.
მეთოდი №3. მასაჟი
ბევრი ფიქრობს, რომ მასაჟი მხოლოდ კუნთების დასაზელად და გასაწმენდად არის საჭირო, მაგრამ ეს ასე არ არის – ის სახსრებზეც მოქმედებს. მასაჟის ზემოქმედების ქვეშ, ძლიერდება სისხლის მიწოდება როგორც რბილ ქსოვილებში, ასევე სახსრებში, უმჯობესდება მათი კვება და მოძრაობის უნარი, მცირდება დაძაბულობა და დაღლილობის შეგრძნება.
მნიშვნელოვანია, რომ მასაჟი სპეციალისტმა გააკეთოს – წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საკუთარი თავისთვის და სახსრებისთვის ზიანის მიყენების რისკი.
მეთოდი №4. კომფორტული ფეხსაცმელი
ტერფი მთელი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის საფუძველია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და კომფორტული ფეხსაცმლის შერჩევა. ბოტასი მყარი ძირით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მჭიდრო ჩექმა – ამ ყველაფერმა შეიძლება ტერფის დეფორმაცია გამოიწვიოს. ამის გამო, მომავალში შეიძლება თითების, კოჭ-წვივის, მუხლების, მენჯ-ბარძაყის სახსრის და ხერხემლის ფუნქციების დარღვევებმა იჩინოს თავი.
იმისათვის, რომ ფეხსაცმელმა დიდი ხნის განმავლობაში გასიამოვნოთ და სასარგებლო იყოს სახსრებისთვის, ის მჭიდროდ უნდა მოერგოს ფეხს, მაგრამ არ უნდა გიჭერდეთ. ზედმეტად ვიწრო მოდელები სისხლის მიმოქცევას აუარესებს, ხოლო ძალიან თავისუფალ ფეხსაცმელში სახსრები მუდმივ დაძაბულობას განიცდის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძირი რბილი და მოქნილი იყოს. საქმე იმაშია, რომ სიარულის დროს მთავარი დატვირთვა ტერფზე მოდის, შემდეგ კი დარტყმითი ტალღა ზემოთ მუხლის სახსრებისკენ და ხერხემალისკენ ადის. სწორად შერჩეული ფეხსაცმლის ძირი ჩააქრობს ამ „დარტყმებს“.
სწორ ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს პატარა სქელი ქუსლი – მაქსიმუმ 2-4 სმ. ძალიან მაღალი „შპილკა-მოდელები“ ნაკლებად მყარია: მათ შემთხვევაში დატვირთვა ტერფის წინა ნაწილს აწვება და შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს
როგორ მოვიქცეთ, თუ სახსრების ტკივილი მაინც აღმოცენდა?
პირველ რიგში, მიმართეთ ექიმს. სახსრების ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ასაკობრივი მოვლენა, ასევე რაიმე სახის ტრავმის ან დაავადების შედეგი. ხოლო თუ სპეციალისტთან ვიზიტს გადადებთ და დაელოდებით სახსრების დაშლის პროცესის დაწყებას – მათი დახმარება ძალიან რთული იქნება.
სახსრებში არასასიამოვნო შეგრძნებების მოსაშორებლად კი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მალამო, მაგალითად, ვიპროსალი B®. მის შემადგენლობაში ერთდროულად რამდენიმე აქტიური ბუნებრივი კომპონენტი შედის, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს და გამიზნულია სახსრების დასახმარებლად:
ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ასევე მალამოს შემადგენლობაში შემავალი სალიცილის მჟავის ხარჯზე ძლიერდება.
მოქმედი ნივთიერებების წყალობით ვიპროსალის გამოიყენება გახანგრძლივებული და ტეხვითი ხასიათის ტკივილების დროს – და არა მხოლოდ სახსრებში, არამედ კუნთებში, მათ შორის ზურგსა და კისერზე. მალამოს პირველი გამოყენებიდან ერთი კვირის ვადაში, მალამო ხელს შეუწყობს ტკივილის შემცირებას „მოძრაობისას“.