სტატიებს დაუბრუნდით

რა უყვარს და რა არ უყვარს ჩვენს სახსრებს 

სიცოცხლე – მოძრაობაა, სრულყოფილად მოძრაობის უნარი კი პირდაპირ დამოკიდებულია სახსრების ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ სახსრების ჯანმრთელობა, საჭიროა მათზე ახალგაზრდა ასაკიდანვე ზრუნვა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სახსრების დაავადებების შემთხვევების 50%-ზე მეტი ინვალიდობით მთავრდება. 

რა არ უყვარს“ სახსრებს? 

  1. სიცივე. შუა სეზონის ტენიანობამ და დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ანთება, რაც ქრონიკულ ფორმაში შეიძლება გადაიზარდოს; 
  1. არასაკმარისი ან გადაჭარბებული მოძრაობა. უმოძრაო ცხოვრების წესი და, პირიქით, ჰიპერდინამია, სპორტის დარტყმითი სახეობები ანადგურებს სახსრებს და იწვევს მათ დაავადებებს; 
  1. ტრავმები. მცირე ტრავმებმაც კი – დაჟეჟილობამ და დაჭიმულობამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ფუნქციის დარღვევები. ზედმეტია იმაზე საუბარი, რა არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ნაღრძობმა და მოტეხილობებმა; 
  1. არასწორი კვება. ფასტფუდი, შებოლილი, ცხიმიანი საკვები, მწნილი – სახსრების მტერია; 
  1. მავნე ჩვევები. დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი, რომელიც იწვევს მცირე სისხლძარღვების სპაზმს, აფერხებს ქსოვილების, მ.შ. სახსრების კვებას. მოწევა ანადგურებს არა მხოლოდ სახსრებს, არამედ ძვლებსაც, რაც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს. იგივე ეხება ალკოჰოლს: ადამიანებში, რომლებიც ხშირად სვამენ, სახსრები გაცილებით ადრე ცვდება, ვიდრე არამსმელ ადამიანებში. ჯანმრთელი ადამიანებიც კი უჩივიან სახსრების ტკივილს სპირტიანი სასმელების დალევის შემდეგ. 
  1. ჭარბი წონა. ფაქტია, რომ ჩონჩხი – მთელი ორგანიზმის საყრდენი – განკუთვნილია სხეულის გარკვეულ წონაზე, რაც ვარირებს ადამიანის სიმაღლის მიხედვით 75-80 კგ ფარგლებში. ჭარბი წონა აუტანელი ტვირთი ხდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის, რაც იწვევს მის სწრაფ ცვეთასა და განადგურებას. 

სახსრებს „უყვარს“: 

  1. ჯანსაღი კვება. ჩონჩხის ყველა ელემენტს, მათ შორის სახსრებს, დიდი რაოდენობით ვიტამინი და მიკროელემენტი სჭირდება, ამიტომ საჭიროა რაციონში ჩართოთ ახალი ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები, მარცვლეული, მცენარეული ზეთები, დალიოთ მეტი სითხე. უმჯობესია ხილი და კენკრა ზამთრისთვის კი არ დავაკონსერვოთ, არამედ გავყინოთ ან გავაშროთ – ამ ფორმით ისინი უფრო მეტ საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეინარჩუნებენ. ასევე რეკომენდებულია უარის ვთქვათ დაკონსერვებულ ბოსტნეულზე და უპირატესობა მივანიჭოთ დამწნილებულ ბოსტნეულს; ხარშვისას შეამცირეთ სითბური დამუშავების დრო, რათა შეინარჩუნოთ სასარგებლო ნივთიერებები. 
  1. გასეირნება და სპორტის „სწორი“ სახეობები. სახსრები იღებენ საკვებ ნივთიერებებს მოძრაობისას, ამიტომ საჭიროა მეტი სიარული, სპორტის „სასარგებლო“ სახეობებით დაკავება, როგორიცაა იოგა, სტრეტჩინგი, პილატესი, რომლებსაც საფუძვლად უდევს სხეულის მოქნილობისა და გაჭიმვის გაზრდა; 
  1. სითბო. აუცილებელია სეზონის მიხედვით ჩაცმა და გადამეტცივების თავიდან აცილება, რადგან ამინდი - განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე - ხშირად მატყუარაა; 
  1. სწორი მდგომარეობა. სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული, ტერფზე საიმედოდ მორგებული ფეხსაცმლის ტარება. ტერფი მთელი სხეულის საყრდენს წარმოადგენს. რეკომენდაცია გოგონებისთვის – ძალიან ნუ გადაჰყვებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, რადგან ქუსლები და მოუხერხებელი ფეხსაცმელი შესაძლოა ძვლებისა და სახსრების არასწორი ფორმის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს. ქუსლის სიმაღლე 2-4 სმ – რეკომენდებული „ჯანმრთელი“ დიაპაზონია, რომელიც უნდა დავიცვათ; 
  1. დროული მკურნალობა. პირველვე სიმპტომების შემთხვევაში: ტკაცუნი, დისკომფორტი, მოძრაობის უნარის დაქვეითება, სახსრის არეში სიწითლე, – აუცილებელად უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა და დაიწყოთ მკურნალობა. 

როგორ ავირიდოთ სახსრების ტკივილი: 

უამრავი ადამიანი, რომლებსაც სახსრების ტკივილი აწუხებს, მიდრეკილია თვითმკურნალობისკენ. ხშირად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები თვითშერჩეულ პრეპარატებად იქცევა. რა თქმა უნდა, ამ პრეპარატებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ და მტკივნეული სიმპტომების სწრაფად მოცილების საშუალებას გვაძლევს. თუმცა, არსებობს მედლის მეორე მხარეც: ყველა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს მთელი რიგი სერიოზული უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს, ამიტომ მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დანიშნულებით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების უსაფრთხო ალტერნატივის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებზე დამზადებული გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომლებსაც პრეპარატში სინთეზური კომპონენტების წილის და მათი არასასურველი გვერდითი ეფექტების შემცირება შეუძლია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი საშუალება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც სამკურნალწამლო პრეპარატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ამ პრეპარატის, კვლევებით დადასტურებულ, ეფექტურობაზე. 

სახსრების დაავადებები არის პრობლემა, რომელიც აწუხებს კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე. სახსრების დაავადებების პრევენციაში, ასევე უკვე არსებული პრობლემებისგან თავის დაღწევაში, დაგეხმარებათ ექიმთან დროული ვიზიტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ დაბალანსებული თანამედროვე პრეპარატები. 

ყველა უფლება დაცულია.