თავსებადია თუ არა სახსრების ტკივილი სპორტთან?
სახსრების ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ სურვილი გიჩნდება სასწრაფოდ შეწყვიტო ვარჯიში, რადგან ნებისმიერი მოძრაობა დისკომფორტს იწვევს. გგონია, რომ ასეთი დაძა
სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს განუცდია გაუსაძლისი სახსრების ტკივილი, რომლის რაც შეიძლება სწრაფად მოშორება გინდა და მისკენ მიხედვის სურვილიც კი არ გრჩება. ამიტომ, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს სურვილი, საფუძვლიანად გაერკვეს ამ თემაში, რომელმაც უამრავი მცდარი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ძირითად მითებს და განვმარტავთ, თუ სად არის ჩამალული სიმართლის მარცვალი.
დათბობა დაგვეხმარება სახსრების ტკივილის დროს
ამ მითს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან სახსრების ტკივილის მიზეზი - ანთებაა. თუ ადამიანი თბილ კომპრესს იდებს, ანთება ძლიერდება და მასთან ერთად ტკივილიც.
სახსრების დაავადებები მემკვიდრეობითია
ამას ნაწილობრივ შეიძლება სიმართლე ეწოდოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს: გადმოგეცემა არა თავად დაავადება, არამედ მისადმი მიდრეკილება. არასწორია ვიფიქროთ სახსრების ტკივილის გარდაუვალობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ახლობლებს აქვთ მსგავსი დაავადებები. ამ საკითხში მნიშვნელოვანია განმწყობი ფაქტორები, მაგალითად, გადატანილი ინფექცია, ან სხვა რამ, რაც პრობლემის დადგომისთვის ბიძგის როლს შეასრულებს.
ქუსლები შეიძლება ტკივილის მიზეზი გახდეს
აი ეს კი უკვე სიმართლეა, ვინაიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ტერფების სახსრების დეფორმაციას იწვევს. სწორი ქუსლი უნდა იყოს ფართო და სტაბილური (დაახლოებით 4–5 სმ). თუ მთელი დღე ფეხზე გიწევთ დგომა, უმჯობესია აირჩიოთ სხვა ფეხსაცმელი, მაგალითად, სპორტული ფეხსაცმელი კარგი სუპინატორით.
უარი უნდა თქვათ პომიდორზე
ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანს ნიკრისის ქარი აწუხებს, რადგან ძაღლყურძენასებრ მცენარეებს შეუძლიათ გააძლიერონ ანთებითი პროცესი დაზიანებული სახსრების არეში. თუმცა ასეთი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
თუ დანარჩენ რაციონს განვიხილავთ, მთავარია დაბალანსებული კვების დაცვა ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ოპტიმალური შემცველობით. უნდა შევზღუდოთ ფასტ-ფუდი, ტკბილეული, მწნილი, ცხიმიანი და შებოლილი საკვები, რადგან მათ ჭარბი წონის გამოწვევა შეუძლია, რაც სახსრებზე ზედმეტ დატვირთვას იძლევა.
სახსრები „მტკივა“ ამინდის ცვლილებისას
ეს გამოთქმა არ არის უსაფუძვლო, ვინაიდან მეტეო-დამოკიდებულ ადამიანებში შესაძლოა გაიზარდოს ძვალშიდა სისხლის წნევა ატმოსფერული წნევის ცვლილების გამო. ეს უკანასკნელი შეიძლება შეიცვალოს ამინდის ცვლილებამდე დიდი ხნით ადრე, ამიტომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ხშირად წინასწარ გრძნობენ ამას.
ამინდზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ სიცივე და ნესტი საზიანოა სახსრებისთვის. გადამეტციებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება, შესაბამისად, ყოველთვის სეზონის მიხედვით უნდა ჩაიცვათ.
სახსრების ტკივილი ასაკთან ერთად ყველას უჩნდება
ხანდაზმულებში სახსრების დაავადებები ხშირად უკავშირდება ძვლების სასახსრე ზედაპირების დამფარავი ხრტილოვანი ქსოვილის გათხელებას და ორგანიზმის სხვა ცვლილებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს თემა ახალგაზრდებს არ ეხება. სხვადასხვა ფაქტორების არსებობისას (ინფექციური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი და სხვა) სახსრების ტკივილმა შეიძლება შეგაწუხოთ ნებისმიერ ასაკში.
აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა იმის მიჩნევა, რომ სახსრების ტკივილი ბუნებრივ მდგომარეობად ითვლება, რომელსაც უბრალოდ უნდა შეეგუოთ. პირიქით, ასეთი პრობლემების შემთხვევაში ყოველთვის უნდა მიმართოთ სპეციალისტს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას, ხოლო სიმპტომების შესამსუბუქებლად მან შესაძლოა სპეციალური მალამოები გირჩიოთ, მათ შორის ვიპროსალ B®.
პრეპარატი ერთდროულად შეიცავს რამდენიმე აქტიურ ბუნებრივ კომპონენტს, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. წიწვოვანი ხეების ფისებიდან მიღებული სკიპიდარი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ქსოვილების კვებას. ქაფური მოქმედებს როგორც ადგილობრივი გამაღიზიანებელი და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, და ასევე აუმჯობესებს სახსრების ქსოვილის კვებას.
მთავარი კომპონენტი ჩვეულებრივი გველგესლას შხამია. მასში შემავალი სპეციალური ნივთიერება ხელს უშლის ტკივილის იმპულსის გავრცელებას. პროტეაზები და ჰიალურონიდაზა (შხამის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები) ხელს უწყობს მალამო ვიპროსალი B®-ს ღრმად შეაღწიოს ანთების კერამდე.
მალამოს დამხმარე ნივთიერებების შერჩეული შემადგენლობა მისი სწრაფად შეწოვების საშუალებას იძლევა და არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე.