სტატიებს დაუბრუნდით

ვიპროსალი B ® მალამოს 4 კომპონენტი სახსრების და ზურგის ტკივილის მოსახსნელად

ზურგისა და სახსრების ტკივილი ნაკლებად სასიამოვნო რამ არის – ძალიან გინდა სპორტით დაკავდე, ბუნებაში გახვიდე ან პარკში გაისეირნო, ამის სანაცვლოდ კი სახლში დარჩენა გიწევს, სადაც შენი თანამგზავრი დისკომფორტი, შებოჭილობა და გაღიზიანება ხდება.

ასეთ შემთხვევაში, ტკივილგამაყუჩებელი მალამო დაგეხმარებათ – შემადგენლობის მიხედვით, არსებობს ასეთი მალამოების ორი სახეობა: სინთეზური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) საფუძველზე, რომელთა შორისაა დიკლოფენაკი და იბუპროფენი,  და მათი ბუნებრივი ანალოგების საფუძველზე დამზადებული მალამოები. ამ უკანასკნელებს მიეკუთვნება მალამო ვიპროსალი B® – მასში შემავალი 4 აქტიური კომპონენტით, რომლებიც ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. სტატიაში გავიგებთ, რა კომპონენტებია ეს და როგორ უწყობენ ისინი ხელს ზურგისა და სახსრების ტკივილისა და ანთების მოხსნას.

გველგესლას შხამი

როგორ მუშაობს ეს კომპონენტი ვიპროსალი B® მალამოს შემადგენლობაში: ამსუბუქებს ტკივილს, ამცირებს ანთებას, აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას.

გველგესლას შხამი წარმოიქმნება რეპტილიების სანერწყვე ჯირკვლებში, ნადირობისა და თავდაცვის დროს. მაგრამ მედიცინაში მას ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით იყენებენ – შხამის სპეციალური ნივთიერება ბლოკავს ნერვულ უჯრედებს და ხელს უშლის ტკივილის იმპულსის გავრცელებას.

ასევე გველის შხამის შემადგენლობაში შედის უნიკალური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:

  • პროტეაზები ზრდის კანის გამტარუნარიანობას – ამის წყალობით კი მალამოს დანარჩენ კომპონენტებს შეუძლიათ ღრმად შეაღწიონ ანთების კერამდე;
  • ჰიალურონიდაზა ხელს უწყობს უხეში ნაწიბუროვანი შემაერთებელი ქსოვილის შეწოვას და აუმჯობესებს „შეზეთვის“ და სრიალის თვისებებს – რაც ნიშნავს, რომ სახსრები უფრო მოძრავი შეიძლება გახდეს.

გალიპოტის (ჟივიცას) სკიპიდარი

როგორ მოქმედებს ვიპროსალი B® მალამოს შემადგენლობაში: ამსუბუქებს ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ანიჭებს მალამოს სასიამოვნო წიწვოვან სურნელს.

სკიპიდარი არის ეთერზეთი, რომელიც მიიღება წიწვოვანი ხეების გაცხელების შედეგად (როგორიცაა ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი და ღვია). ამ საშუალების მთავარი თვისებაა – ადგილობრივად გამაღიზიანებელი ეფექტი: კანთან შეხებისას სკიპიდარი აფართოებს სისხლძარღვებს ქსოვილებში, ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და ტკივილს ასუსტებს.

ქაფური

როგორ მოქმედებს ვიპროსალი B® მალამოს შემადგენლობაში: ასუსტებს ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ქაფური მიიღება ქაფურის დარიჩინის ხის მერქანის, ფესვებისა და ყლორტებისგან. ეს ნივთიერება მცირე კონცენტრაციით ზემოქმედებას ახდენს კანის რეცეპტორებზე და მოქმედებს როგორც ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი. ამის წყალობით კი, ასევე უმჯობესდება სახსრების ქსოვილების კვება.

სალიცილმჟავა

როგორ მოქმედებს ვიპროსალი B® მალამოს შემადგენლობაში: ამსუბუქებს ტკივილს, ამცირებს ანთებას

ეს კომპონენტი მიეკუთვნება ნივთიერებათა იმავე კლასს, რაც ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) – მასში ასევე არის სალიცილატები, რომლებსაც გააჩნია სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

თუმცა, მათ შორის პრინციპული განსხვავებაა: სალიცილის მჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ გარეგანად. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, გააჩნია ამქერცლავი ეფექტი (რომელიც გამოიყენება კანის დაავადებების მკურნალობისას), ამავდროულად ხელს უწყობს საკუთარ შეღწევას და მალამოს სხვა კომპონენტების შეღწევას კანის უფრო ღრმა ფენებში, კანქვეშა უჯრედისში და სახსრის გარშემო ქსოვილებში.

ვიპროსალი B® მალამოს გამოყენება ძალიან მარტივია – უნდა წაისვათ თხელი ფენით მხოლოდ 1-2-ჯერ დღეში. ის სწრაფად შეიწოვება, ასე რომ არ მოგიწევთ დიდხანს ლოდინი და იმაზე ფიქრი, რომ ტანსაცმელი დაბინძურდება. პირველივე გამოყენებიდან ერთი კვირაში ვიპროსალ B®-ს გააჩნია უნარი ხელი შეუწყოს ტკივილის შემცირებას „მოძრაობისას“ და შეამციროს სისტემური მოქმედების მქონე ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მისაღები დოზა (მაგალითად, პარაცეტამოლი და ანალგინი). ეს კი მკურნალობის ღირებულებისა და არასასურველი ეფექტების რისკის შემცირების საშუალებას იძლევა.

ყველა უფლება დაცულია.