სტატიებს დაუბრუნდით

4 მითი სახსრებზე, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ 

სახსრების ტკივილი და დისკომფორტი – საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ჯანმო-ს მონაცემებით, სახსრების დაავადებები, სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის მონელების პრობლემების შემდეგ, სიხშირით მესამე ადგილზეა. 

მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი მითი სახსრების პრობლემების გარშემო. განვიხილოთ უფრო დეტალურად. 

მითი №1. სახსრები მხოლოდ ხანდაზმულებს სტკივათ 

ასაკთან ერთად, სახსრები მართლაც უარესად მუშაობს – მოხუცებს ჩაჯდომა, მუხლების გაშლა ან დახრა უჭირთ. ეს გამოწვეულია ხრტილოვანი ქსოვილის ცვეთით, რომელიც სახსრის მაფორმირებელ ძვლებს ფარავს. 

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახსრების პრობლემები მხოლოდ 60 წელს გადაცილებულებს აქვთ. რისკის ზონაში ახალგაზრდებიც ექცევიან, განსაკუთრებით ისინი, ვინც გადაჭარბებულ დატვირთვას აყენებს სახსრებს, მაგალითად, დაკავებულია სპორტით, დიდ დროს ატარებს ფეხზე დამდგარი ან მჯდომარე, აწუხებს ჭარბი წონა.  

მითი №2. სახსრების ტკივილს „მარილების დალექვა“ იწვევს 

რასაც რენტგენის სხივებზე როგორც სახსრებში მარილების დალექვას აღიქვამენ, ოსტეოფიტები ან ძვლოვანი წარმონაქმნები ეწოდება. ისინი მძიმე დატვირთვის შედეგად ჩნდება – სახსრის ხრტილი ძლიერ იცვითება, ორგანიზმი ცდილობს ამის კომპენსირებას და იწყებს ძვლოვანი ქსოვილის „შენებას“ იმ ადგილებში, სადაც ხახუნი სახსრებს შორის განსაკუთრებით ძლიერია.  

ხშირად ოსტეოფიტებს თან ახლავს მოძრაობის დაკარგვა, ტკივილი და დისკომფორტი, მაგრამ არსებობს უსიმპტომო ოსტეოფიტები, რომელთა არსებობას პაციენტი რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე ვერც კი ხვდება. 

მითი №3. სახსრების ტკივილი ტრავმის შედეგია 

ნაწილობრივ ეს სიმართლეა, განსაკუთრებით სპორტსმენებთან მიმართებაში. მუდმივი დატვირთვის, დაძაბულობის, დაცემის და დარტყმების გამო, ხრტილი, რომელიც ფარავს სახსრების ზედაპირს, იცვითება და თხელდება. შედეგად შეიძლება გაჩნდეს ართროზი – სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებთან დაკავშირებული დაავადება. 

თუმცა, ტრავმები სახსრების დაავადებების ერთადერთი მიზეზი არ არის. სახსრის ანთება (ართრიტი) შეიძლება გაჩნდეს ინფექციის, ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევების (ნიკრისის ქარის დროს), აუტოიმუნური დაავადებების (რევმატოიდული ართრიტის დროს) და რიგი სხვა მიზეზის გამო. 

მითი №4. თუ სახსრები ტკაცუნებს, ეს ცუდია 

ტკაცუნის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი თავისებურებები (ნორმის ვარიანტი), ასევე ანთება და ხრტილის დაშლა. განსხვავება კი იმაშია, რომ „უწყინარი ტკაცუნი“ სახსრის ერთი მოხრის შემდეგ ისმის და აღარ მეორდება. მაგრამ თუ ტკაცუნი ყოველ მოძრაობასთან ერთად ჩნდება და ამასთანავე ტკივილიც ახლავს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 

მითი №5. სწორი დიეტა მოგიხსნით ტკივილს 

არ არსებობს რაიმე სპეციალური რაციონი, რომელიც ართრიტს ან ართროზს განკურნავს. მაგრამ არსებობს სწორი კვების პრინციპები, რომლებიც ორგანიზმს (შესაბამისად, ხრტილსა და სახსრებს) ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ყველაზე მცირე, მენიუ მაინც უნდა იყოს დაბალანსებული – ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ოპტიმალური შემცველობა აუცილებელია. 

ხოლო არაჯანსაღმა პროდუქტებმა, როგორიცაა ფასტ-ფუდი, ტკბილი და ცხიმიანი საკვები, ჭარბი წონა შეიძლება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ზედმეტ დატვირთვას აყენებს სახსრებს, განსაკუთრებით კი ფეხებს. 

კიდევ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სახსრებს? 

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი. თუ გადადებთ ვიზიტს იმ მომენტამდე, როდესაც სახსრები დაშლას დაიწყებს, ძალიან რთული გახდება მათი დახმარება. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს პროფილაქტიკური ზომები. კერძოდ, შეგიძლიათ მეტი ისეირნოთ, დაკავდეთ იოგით და გაჭიმვით; დალიოთ საკმარისი წყალი; მოიშოროთ ცუდი ჩვევები. 

სახსრებში არასასიამოვნო შეგრძნებების მოსახსნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მალამო, მაგალითად, ვიპროსალი B®. იგი შეიცავს რამდენიმე აქტიურ ბუნებრივ კომპონენტს ერთდროულად, რომლებიც ერთმანეთს ავსებს: 

  • წიწვოვანი ხეების ფისებიდან მიღებული სკიპიდარი და ქაფური აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების კვებას; 
  • გველგესლას შხამი ამცირებს ანთებას, ხსნის ტკივილს და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას. 

ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ასევე აძლიერებს შემადგენლობაში შემავალი სალიცილის მჟავა. 

მოქმედი ნივთიერებების წყალობთ ვიპროსალი B® ეფექტურია ხანგრძლივი და ყრუ ტკივილების დროს არა მხოლოდ სახსრებში, არამედ კუნთებში, მათ შორის ზურგისა და კისრის არეში. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ 1-2-ჯერ დღეში. ის სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე. 

ყველა უფლება დაცულია.