სტატიებს დაუბრუნდით

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ გვტკივა სახსრები და 1 გზა მათ დასახმარებლად

ერთი შეხედვით, ზაფხული საუკეთესო სეზონია: გარეთ თბილი და მზიანი ამინდია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასეირნება შეიძლება ისე, რომ გაციების არ შეგვეშინდეს. თუმცა წელიწადის ამ დროს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი, მაგალითად, დისკომფორტმა სახსრებში. შედეგად, არანაირ გასეირნებაზე ფიქრიც კი არ გინდა - ოღონდ ტკივილი შეჩერდეს. 

იმისათვის, რომ სახსრებს ზიანი არ მივაყენოთ, არ უნდა დავივიწყოთ მათი მთავარი ზაფხულის მტრები. მათ შესახებ ინფორმაციას ამ სტატიაში მოვუყარეთ თავი - ბოლოს კი აღწერილია, თუ როგორ მოვიკრიბოთ ძალა გასეირნებისა და აქტიური დასვენებისთვის ტკივილის გარეშე. 

1. სააგარაკო სამუშაოები 

შუა ზაფხულში ბაღისა და ბოსტნის სამუშაოების გაქანებული ციებ-ცხელებაა - სარეველები გასამარგვლია, პირველი მოსავალი ასაღებია და მცენარეებიც გამოსაკვებია. აქტიური მუშაობაში გართულებს, ძალიან ადვილია გამოგვრჩეს სახსრების ზედმეტი დატვირთვის მომენტი. შედეგად კი, ხანგრძლივი ჩაჯდომის გამო შეიძლება მუხლები აგტკივდეთ, ხოლო თუ მოსავლით სავსე ყუთს არასწორად აწევთ, შეიძლება ზურგი დააზიანოთ. 

ამიტომ, აგარაკზე მუშაობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია მოთელვა - ეს ხელს შეუწყობს სახსრებისა და კუნთების დატვირთვამდე მომზადებას. ასევე აუცილებელია შესვენება მინიმუმ ყოველ საათში ერთხელ და დღეში არაუმეტეს 4-5 საათი მუშაობა. 

2. ერთ პოზაში დიდხანს ჯდომა 

ზაფხული შვებულებისა და ხანგრძლივი მოგზაურობების დროა - მანქანით, მატარებლით ან თვითმფრინავით. ადამიანს ხანდახან ერთ პოზაში - მოხრილი მუხლებით და მიგრეხილ-მოგრეხილი ზურგით - დიდი დროის გატარება უწევს. გასაკვირი არ არის, რომ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კუნთები გიბუჟდებათ, სახსრებში დისკომფორტი ჩნდება, ხოლო როდესაც გასწორებას ცდილობთ, თითქოს ხელ-ფეხს ვერ იმორჩილებთ. 

ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მეტი მოძრაობა. მაგალითად, თვითმფრინავში და მატარებელში შეგიძლიათ ადგეთ, გახურდეთ და ცოტა ფეხით გაიაროთ. მანქანაში ეს უფრო რთულია: ყველაზე მცირე, რაც შეიძლება გაკეთდეს - მძღოლმაც და მგზავრებმაც სათანადოდ უნდა დაარეგულირონ სავარძელი, ისე, რომ ორივე მუხლი და ზურგი კომფორტულად იყოს. და თუ შესაძლებელია, სასარგებლოა ყოველ 4 საათში ერთხელ მაინც გაჩერება და შესვენების დროს პატარა გახურება. 

3. სიარული და აქტიური ცხოვრების წესი  

წინა სიტუაციის საპირისპირო სიტუაცია: დაგვეთანხმეთ, ზაფხულში ბევრს უნდა აინაზღაუროს ყველა ის აქტივობა, რომლითაც შემოდგომაზე და ზამთარში ვერ დაკავდა. ხანგრძლივი სეირნობა, ველოსიპედით და როლიკებით სიარული, სირბილი ღია ცის ქვეშ – ეს ყველაფერი, ერთი მხრივ,  კარგია ჯანმრთელობისთვის, თუმცა მეორეს მხრივ სახსრების ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს. არც არის გასაკვირი – თუ წინა 2-3 თვის განმავლობაში ერთადერთი დატვირთვა მაღაზიაში წასვლა და უკან დაბრუნება იყო, ახლა ორგანიზმს უფრო აქტიური ცხოვრების წესის დაცვა უწევს.  

მოუმზადებელი სახსრები ვერ უძლებს დატვირთვას, შეიძლება მიკროტრავმები გაჩნდეს, რის გამოც სახსარშიდა ხრტილი დროთა განმავლობაში გაბზარვას და გათხელებას იწყებს.  

ამ შემთხვევისთვის მარტივი რჩევა არსებობს: ყველაფერი კარგია, მაგრამ ზომიერად! თუ აქამდე საერთოდ არ იყავით დაკავებული სპორტით, ნუ მოაწყობთ 20 კილომეტრიან ლაშქრობებს ქალაქის შემოგარენში. თანდათანობით მოუმატეთ დატვირთვას, მანამდე კი აუცილებლად მოთელვა გააკეთეთ. 

4. ზედმეტი გაგრილება კონდიციონერის ქვეშ 

კონდიციონერი არის ტექნიკა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წარმოიდგინო ცხელი დღე. მაგრამ მას არა მხოლოდ შვება მოაქვს + 30 °C ტემპერატურის დროს, არამედ ზიანიც შეიძლება მოგაყენოს. ცივი ჰაერის ნაკადის ქვეშ გატარებული თუნდაც 10-20 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ „ქარმა გაგკრათ“, შედეგად კი კისერი და ზურგი გტკივათ, სახსრები ტეხავს. 

მაგრამ, როგორც ასეთი, თვითონ კონდიციონერი სახსრებს არ ავნებს. ტკივილს უკვე დასუსტებული ან დაზიანებული სახსრები იწყებს – ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება სიცივის მიმართ, უფრო სწორად, სისხლის მიმოქცევის დარღვევის მიმართ ტემპერატურის ლოკალური შემცირების დროს. ამიტომ, ნუ დაჯდებით კონდიციონერის წინ – ყველაზე ცივი ჰაერი სწორედ მოწყობილობიდან 2-3 მეტრშია. 

5. მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება 

სითბოს დადგომასთან ერთად გსურთ სწრაფად გაიხადოთ მძიმე ყელიანი ფეხსაცმელი და მსუბუქი ფეხსაცმელი, მაშიები, ბოტასი ან კედი ჩაიცვათ. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არასწორად მორგებულმა ფეხსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს მუხლის, წვივ-კოჭის და ფეხის თითების პრობლემები. 

სიარულისას ძირითადი დატვირთვა ტერფზე მოდის, შემდეგ კი დარტყმითი ტალღა მუხლის სახსრებსა და ხერხემალთან ამოდის. ცუდი და არამყარი ფეხსაცმელი არ ამსუბუქებს ამ დარტყმებს, არამედ პირიქით – მხოლოდ ფეხების დატვირთვას იწვევს. მაღალ ქუსლებზე სიარულის გამო, მენჯი წინ გამოდის, ზურგი ძლიერად იხრება – ამან შეიძლება ოსტეოქონდროზი და ზურგის ტკივილი გამოიწვიოს.  

როგორ დავეხმაროთ სახსრებს? 

რაც მთავარია, თვითმკურნალობას რა უნდა მიმართოთ. ეს ტკივილები შეიძლება იყოს ისეთი დაავადების სიმპტომები, რომლის ამოცნობა მხოლოდ ექიმს შეუძლია დროულად. სახსრების დასახმარებლად კი მას შეუძლია სპეციალური მალამო დანიშნოს, რომელსაც სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია, როგორიცაა, მაგალითად, ვიპროსალი B®. ეს პრეპარატი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის რამდენიმე აქტიურ ინგრედიენტს: 

  • გველგესლას შხამი (სალიცილმჟავასთან ერთად) ამცირებს ანთებას და ამსუბუქებს ტკივილს;  
  • ქაფური და გალიპოტის (ჟივიცას) სკიპიდარი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ქსოვილების კვებას. 

აქტიური ნივთიერებების წყალობით ვიპროსალი B® კარგია გახანგრძლივებული და ტეხვითი ტკივილების დროს არა მხოლოდ სახსრებში, არამედ კუნთებში, კერძოდ, ზურგისა და კისრის არეში. პრეპარატი დღეში მხოლოდ 1-2-ჯერ უნდა იქნას გამოყენებული. ის სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე. 

 

ყველა უფლება დაცულია.