სტატიებს დაუბრუნდით

სახსრები გტკივათ? აი, რას უნდა შეუთავსოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

იმ ადამიანებმა, ვისაც ზურგისა და სახსრების არეში ყრუ ტკივილთან მუდმივად გამკლავება უწევთ, იციან: ამ უსიამოვნო სიმპტომებს სპეციალური ანთების საწინააღმდეგო მალამოები, ტაბლეტები ან ინექციები შველის. მათ მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა პარაცეტამოლი, დიკლოფენაკი და იბუპროფენი. 

მათ გამოყენებას ეფექტი მოყვება, მაგრამ ხშირად არა ისეთი სწრაფი და მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ გვსურს. მეორე აასს-ს დანიშვნას არა მარტო აზრი არ აქვს, არამედ საშიშიც კი არის – ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია დანიშნოს სხვა მოქმედების მქონე პრეპარატი, რომელიც პირველს შეავსებს. ეს შეიძლება იყოს სახსრებისა და ზურგის ტკივილის საწინააღმდეგო მალამო – ვიპროსალი B®. წაიკითხეთ სტატია, რათა შეიტყოთ მისი მოქმედების შესახებ. 

4 აქტიური კომპონენტი შემადგენლობაში 

მთავარი კომპონენტია – ჩვეულებრივი გველგესლას შხამი. მისი მოქმედება ხსნის ტკივილს და ამცირებს ანთებას. გველის შხამი ასევე უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფოსფოლიპაზა, ჰიალურონიდაზა) შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახსრები უფრო მოძრავი ხდება.  

გარდა ამისა, მალამო ვიპროსალი B® შეიცავს კიდევ 3 აქტიურ კომპონენტს - ქაფურს, გალიპოტის (ჟივიცას) სკიპიდარს, სალიცილის მჟავას. გველგესლას შხამთან ერთად ისინი უზრუნველყოფენ გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, რითაც აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. ამრიგად, სკიპიდარი და ქაფური აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების კვებას, ხოლო გველგესლას შხამი და სალიცილის მჟავა ამცირებს ანთებას და ხსნის ტკივილს. 

რა შემთხვევებში გამოყენება ვიპროსალი B®? 

მალამო გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სახსრების ქრონიკული ტკივილისა და ანთების დროს - მუხლებში, იდაყვებში, მხრებში, ფეხებში და ა.შ. ასევე ის ინიშნება ზურგის ქრონიკული ტკივილის - სპონდილოართრიტისა და სპონდილოზის დროს. 

როგორ გამოვიყენოთ მალამო? 

ვიპროსალი B® უნდა წაისვათ თხელ ფენად დღეში მხოლოდ 1-2-ჯერ. მისი სამკურნალწამლო ფორმის – ჰიდროფილური ემულსიის გამო – ის სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე და ანიჭებს კანს სუნთქვის საშუალებას.  

ხოლო პირველი გამოყენებიდან უკვე ერთი კვირაში, მალამოს შეუძლია ხელი შეუწყოს „მოძრაობისას“ შემაწუხებელი ტკივილის შემცირებას  და შეამციროს სისტემური ხასიათის მქონე ტკივილის საწინააღმდეგოდ მისაღები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზა. ეს ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და არასასურველი ეფექტების რისკს. 

ყველა უფლება დაცულია.