თავსებადია თუ არა სახსრების ტკივილი სპორტთან?
სახსრების ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ სურვილი გიჩნდება სასწრაფოდ შეწყვიტო ვარჯიში, რადგან ნებისმიერი მოძრაობა დისკომფორტს იწვევს. გგონია, რომ ასეთი დაძა
ძნელია კამათი იმ ფაქტზე, რომ ზურგის, მუხლების, ხელებისა და ფეხების ტკივილი – უსიამოვნო სინდრომია და მას შეუძლია სრულად შეცვალოს თქვენი ჩვეული ცხოვრების წესი. მაგალითად, გსურთ გაისეირნოთ ან იმუშაოთ ბოსტანში, ამის ნაცვლად კი პრაქტიკულად გაუნძრევლად სახლში ჯდომა გიწევთ.
შხამი რეპტილიების სპეციალურ ჯირკვლებში ინახება, რომლებიც განლაგებულია თავის საფეთქლის ნაწილში, თვალების უკან. თუ გველი ვინმეს თავს ესხმის ან იძულებულია თავი დაიცვას, ჯირკვლების გვერდით კუნთები სწრაფად შეკუმშვას იწყებს და მათგან შხამი გამოიყოფა, რომელიც გველის შხამიანი კბილის არხით ჩამოედინება. სამედიცინო მიზნებისთვის შხამს ცოცხალი გველებისგან იღებენ მექანიკური „წველის“ – შხამიანი ჯირკვლების მასაჟის გზით, შემდეგ მას აშრობენ – ასე იგი გაცილებით დიდხანს ინახება.
ასეთ მალამოებში გველის შხამი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება –შხამში შემავალი სპეციალური ნივთიერება ბლოკავს ნერვულ უჯრედებს და ხელს უშლის ტკივილის იმპულსების გავრცელებას.
გარდა ამისა, გველის შხამი უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს:
ამის წყალობით, მალამოები ტკივილის შემსუბუქებას და სახსრების ანთების შემცირებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს მათ ფუნქციას.
გველის შხამი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც პარალიზებას ახდენენ და მსხვერპლს წინააღმდეგობის გაწევის უნარს უკარგავენ. თუმცა, მალამოების წარმოებისთვის შერჩეულია გველის შხამის ისეთი დოზები, რომლებსაც სამკურნალო ეფექტის მოხდენა შეუძლიათ საშიში არასასურველი ეფექტების გარეშე.
ასეთი მალამოების მოქმედების პრინციპი ყველგან ერთნაირია – ისინი მხოლოდ შემადგენლობით განსხვავდებიან: შხამის გარდა, პრეპარატი შეიძლება შეიცავდეს სხვა კომპონენტებს, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთს და უზრუნველყოფენ გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
მაგალითად, მალამო ვიპროსალი B® ბუნებრივი წარმოშობის რამდენიმე აქტიურ კომპონენტს შეიცავს:
ამის წყალობით ვიპროსალი B® კარგია გახანგრძლივებული და ყრუ ტკივილის დროს არა მხოლოდ სახსრებში, არამედ კუნთებშიც – მაგალითად, ზურგში. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ 1-2-ჯერ დღეში. ის სწრაფად შეიწოვება, ასე რომ თქვენ არ მოგიწევთ დიდხანს ლოდინი და ფიქრი იმაზე, რომ ტანსაცმელი დაბინძურდება.
პირველივე გამოყენების შემდეგ, მალამო ხელს შეუწყობს ტკივილის შემცირებას „მოძრაობისას“, ასევე მოგცემთ საშუალებას შეამციროთ მისაღები სისტემური მოქმედების ტკივილგამაყუჩებლების დოზა (მაგალითად, პარაცეტამოლი და ანალგინი), რითაც შემცირდება მკურნალობის ხარჯები და არასასურველი ეფექტების რისკი.