სტატიებს დაუბრუნდით

სახსრები გტკივათ? აი, რას უნდა შეუთავსოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

ზურგის ტკივილი, ყრუ დისკომფორტი მუხლებში - ჩვეული მდგომარეობაა მილიონობით ადამიანისთვის. ხშირად მას საკუთარი კორექტივები შემოაქვს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში - ვერც მაღაზიაში წახვალ, ვერც კიბეებზე ახვალ, სპორტი ხომ საერთოდ გვერდზე უნდა გადავდოთ. 

ამ ტიპის ტკივილების დროს ყველაზე ხშირად გამოიყენება სპეციალური მალამოები - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ამ სტატიაში, „კითხვა-პასუხის“ ფორმატში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს და რითი უნდა ჩავანაცვლოთ ეს პრეპარატები, თუ ისინი არ გვშველის. 

რა არის ეს? 

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არის წამლების ჯგუფი, რომლებსაც ერთდროულად სამი ეფექტი გააჩნია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო. ამით განსხვავდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ჩვეულებრივი ანალგეტიკებისგან, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი არ გააჩნია. 

ამ ჯგუფში ერთდროულად რამდენიმე პრეპარატი შედის სხვადასხვა მოქმედი ნივთიერებით, მათ შორისაა, მაგალითად, 

● აცეტილსალიცილის მჟავა (ყველასათვის ცნობილი ასპირინი); 

● კეტოპროფენი, იბუპროფენი და დიკლოფენაკი; 

● მელოქსიკამი, ნიმესულიდი და ცელეკოქსიბი. 

როგორია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების პრინციპი? 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ისინი ყველა გაერთიანებულია მოქმედების საერთო მექანიზმით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს პრეპარატები ანელებენ ორგანიზმში ფერმენტაციულ რეაქციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ნივთიერებების, მათ შორის ანთების მედიატორების გამომუშავებაზე. 

რა შემთხვევაში შეიძლება მათი მიღება? 

ზოგადად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ინიშნება მაღალი სიცხის, თავის ტკივილის ან შაკიკის დროს - მათი მოქმედების წყალობით მათ შეუძლიათ ამ სიმპტომებს გაუმკლავდნენ. 

და, რა თქმა უნდა, ისინი გვეხმარება სახსრებისა და ზურგის დისკომფორტის, დაჟეჟილობის და კუნთების დაჭიმვის დროს. თუმცა, ამ სიტუაციებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ ტაბლეტებში, არამედ მალამოების სახითაც. 

ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პრეპარატებმა, რომლებიც მიიღება პერორალურად (მათ ასევე სისტემურ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს უწოდებენ) შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელებისა და ღვიძლის მხრივ. გარე გამოყენების მალამოებს ნაკლები ნეგატიური ზეგავლენა აქვთ, მათ ასევე არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

რა შეიძლება გამოვიყენოთ ზურგისა და სახსრების ტკივილის დროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გარდა? 

თუ გსურთ ორგანიზმის შესაძლო გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება, შეგიძლიათ შეჩერდეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ბუნებრივი ანალოგების შემცველ მალამოებზე. ისინი საშუალებას გაძლევთ შეამციროთ სინთეზური კომპონენტების წილი პრეპარატში და, შესაბამისად, მათი არასასურველი გვერდითი ეფექტები. 

ამ მალამოებს მიეკუთვნება პრეპარატი ვიპროსალი B®. იგი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის რამდენიმე აქტიურ კომპონენტს: 

● გველგესლას შხამი (სალიცილის მჟავასთან ერთად) ამცირებს ანთებას და ხსნის ტკივილს; 

● ქაფური და გალიპოტის (ჟივიცას) სკიპიდარი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ქსოვილების კვებას.  

ამის წყალობით ვიპროსალი B® გამოიყენება გახანგრძლივებული და ყრუ ტკივილების დროს არა მხოლოდ სახსრებში, არამედ კუნთებსა და ზურგში. პრეპარატი წასასმელია მხოლოდ 1-2-ჯერ დღეში. ის სწრაფად შეიწოვება, ასე რომ თქვენ არ მოგიწევთ დიდხანს ლოდინი და ფიქრი იმაზე, რომ ტანსაცმელი დაბინძურდება. 

პირველი გამოყენებისთანავე მალამოს შეუძლია ხელი შეუწყოს ტკივილის შემცირებას „მოძრაობისას“, ასევე შეამციროს სისტემური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების (მაგალითად, პარაცეტამოლი და ანალგინი) მიღების დოზა, შესაბამისად, შეამციროს მკურნალობის ხარჯები და არასასურველი ეფექტების რისკი. 

ყველა უფლება დაცულია.