სტატიებს დაუბრუნდით

შემოდგომის დაწყებასთან ერთად სახსრები აგტკივდათ? მათი დახმარების საშუალება არსებობს

შემოდგომა არის არა მხოლოდ ყვითელი ფოთოლცვენა, სურნელოვანი გლინტვეინი და მოსავლის აღება, არამედ სახსრების ტკივილის გამწვავების პერიოდიც. ბევრი ადამიანისთვის წელიწადის ეს დრო ნამდვილ „მტკივნეულ სეზონად“ იქცევა, რომლის გაძლება და რაც შეიძლება მალე გადაგორება გინდა. 

სტატიაში მოგიყვებით, რატომ ხდება სახსრების დაავადებების გამწვავება სწორედ შემოდგომაზე და რა უნდა გააკეთოთ, რომ შეიმსუბუქოთ საკუთარი მდგომარეობა და კვლავ დატკბეთ ცხოვრებით. 

რატომ იცის სახსრებმა ტკივილი შემოდგომაზე? 

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ყველაზე გავრცელებულია შემდეგი.  

ახლოვდება პირველი სიცივე, ზოგჯერ კი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები. უკვე დაზიანებული სახსრები განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება სიცივის, უფრო სწორად, სისხლის მიმოქცევის დარღვევის მიმართ გადამეტცივებისას. შედეგი მარტივია – „გაყინული“ სახსრები არ ღებულობს საკმარის კვებას, შეიძლება წარმოიშვას მათი ცვეთა და ტკივილი. 

შემოდგომაზე აქტივობა მცირდება. დაგვეთანხმეთ: ცივი ამინდისა და წვიმების დადგომასთან ერთად ჩვენ გაცილებით ნაკლებს ვსეირნობთ და ვვარჯიშობთ. ერთადერთი, რაც ასეთ ამინდში გინდა – სახლში დაწოლა თბილი პლედის ქვეშ გემრიელი კაკაოთი და კარგი წიგნით ხელში. ამის გამო სახსრები ნაკლებს მუშაობს და არ „ხურდება“, სახსრის სითხე კი უარესად აზეთებს სახსარს. ეს ასევე იწვევს კვების დარღვევას, შედეგად კი – ტკივილს. 

წარმოიშვება ტრავმების რისკი. ეს მიზეზი აქტუალურია შემოდგომის ბოლოსკენ, როდესაც პირველი ყინვები იწყება და ყოფილი გუბეების ადგილზე ყინული ჩნდება, სადაც შეიძლება მოუხერხებლად დაეცე. ლიპყინულიანობის დროს მიღებული ყველა ტრავმა კი – დაჟეჟილობებიდან მოტეხილობამდე – მომავალში სახსრების პრობლემების რისკს ზრდის. 

როგორ დავეხმაროთ სახსრებს და შევიმსუბუქოთ ტკივილი? 

ჩაიცვით ამინდის მიხედვით. თბილი და მშრალი ზაფხულის შემდეგ, შეიძლება რთული იყოს ამინდის ცვლილებებთან შეგუება, ამიტომ ზოგჯერ უბრალოდ გვავიწყდება თბილად ჩაცმა. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გადამეტცივება და არა მხოლოდ გაციების, არამედ სახსრებში დისკომფორტის გაჩენის რისკიც. ქუჩაში თბილი შარვალი, ქურთუკი ან პალტო, ჩექმები დაგვეხმარება. ხოლო თუ სახლში ან ოფისში ცივა, შეგიძლიათ შალი შემოიხვიოთ. 

მოერიდეთ ტრავმას. თუ გარეთ მოყინა, მყარძირიანი ფეხსაცმელი ჩაიცვით. ქუჩაში ნელა იმოძრავეთ, მუხლები მოხარეთ და მოლიპულ ადგილებს გვერდი აუარეთ. 

ავარჯიშეთ სახსრები. არ არის აუცილებელი პროფესიონალური სპორტით დაკავდეთ – სახსრებისთვის საკმარისია ფეხით სიარული, მცირე ვარჯიში ან იოგა. თუ ეს შესაძლებელია, ასევე ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ ერთ პოზაში – თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ, შეისვენეთ და ჩაატარეთ მოკლე ფიზიკური ვარჯიშები. 

სწორად იკვებეთ. სახსრებს, ისევე როგორც მთელ ორგანიზმს, ჯანსაღი და დაბალანსებული რაციონი სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, პროდუქტებში ცილის რაოდენობა უნდა აკონტროლოთ – ის კოლაგენს შეიცავს. კოლაგენი კი ხრტილის, ძვლების, მყესების და შემაერთებელი ქსოვილის სხვა ელემენტების საფუძველს წარმოადგენს. სახსრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასალაა კალციუმი, რომელიც უხვად არის რძის პროდუქტებში, თხილში, ჩირში და მწვანე ბოსტნეულში. თევზისა და მცენარეულ ზეთებში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს კი შეუძლიათ შეამცირონ ანთება, მათ შორის სახსრის ჩანთაში. 

წაისვით სპეციალური მალამო. მათ რიცხვს მიეკუთვნება ვიპროსალი B®. ეს პრეპარატი ბუნებრივი წარმოშობის რამდენიმე აქტიურ კომპონენტს შეიცავს: 

  • გველგესლას შხამი (სალიცილის მჟავასთან ერთად) ამცირებს ანთებას და ხსნის ტკივილს; 
  • ქაფური და გალიპოტის (ჟივიცას) სკიპიდარი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ქსოვილების კვებას.  

მოქმედი ინგრედიენტების წყალობით ვიპროსალი B® გამოსადეგია გახანგრძლივებული და ყრუ ტკივილებისთვის არა მხოლოდ სახსრების, არამედ კუნთების, კერძოდ ზურგისა და კისრის არეში. პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 1-2-ჯერ დღეში. ის სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე. 

მალამოს პირველი გამოყენებიდან უკვე ერთი კვირის შემდეგ, მალამო ხელს შეუწყობს ტკივილის შემცირებას, რომელიც „მოძრაობისას“ იჩენს თავს. 

ყველა უფლება დაცულია.