თავსებადია თუ არა სახსრების ტკივილი სპორტთან?
სახსრების ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ სურვილი გიჩნდება სასწრაფოდ შეწყვიტო ვარჯიში, რადგან ნებისმიერი მოძრაობა დისკომფორტს იწვევს. გგონია, რომ ასეთი დაძა
„ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ ფეხი მტკივა“, – უკვე მერამდენეჯერ ესმით მეგობრებს უარი, როდესაც საქმე ხანგრძლივ გასეირნებას ეხება. რამდენი გეგმა ჩაშალა სახსრების ტკივილმა? როგორ ვიცხოვროთ, თუ ოდნავი აქტივობაც კი ტანჯვის მიზეზი ხდება? რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებამ გვერდი არ აგვიაროს?
აქ, სწორედ რომ, ყველაფერი მარტივია: ასაკთან ერთად სახსრები სულ უფრო მეტად გვახსენებს თავს და „მადლობას გვიხდის“ მათდამი უგულისყურო დამოკიდებულებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ზედმეტი დატვირთვისა და მავნე ჩვევებისთვის. დროა გავერკვეთ, თუ როგორ დავიცვათ ორგანიზმი.
სიგარეტი, ალკოჰოლი და ფასტ-ფუდი ჯანსაღი სახსრების მთავარი მტერია
მთელი ტრაქტატები შეიძლება დაიწეროს იმაზე, თუ რაოდენ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე მოწევა. ჩვენ მხოლოდ მათი მცირე ნაწილი გვაინტერესებს, კერძოდ კი ის, რომ ნიკოტინი ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, ანადგურებს ძვლებსა და სახსრებს, აუარესებს ამ უკანასკნელთა კვებას, იწვევს მცირე სისხლძარღვების სპაზმს.
სახსრებზე უარყოფითად არა მხოლოდ მოწევა, არამედ ალკოჰოლიც მოქმედებს. ჯანმრთელი ადამიანებიც კი უჩივიან სახსრების ტკივილს ალკოჰოლის დალევის შემდეგ. იმ ადამიანის სახსრები, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, ბევრად უფრო ადრე ცვდება, ვიდრე არამსმელი ადამიანის სახსრები.
ნიკოტინთან და ალკოჰოლთან ერთ მწკრივში ასევე არასწორი კვება დგას. ყველაფერი, რაზეც ძნელია უარის თქმა: შებოლილი ნაწარმი, მწნილი, ფასტფუდი და ცხიმიანი საკვები – ძლიერად უტევს ჩვენს ჯანმრთელობას.
გადაჭარბებული დატვირთვა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ერთნაირად საზიანოა
ცხოვრების მჯდომარე წესი – მავნებელია, ამის შესახებ ყველამ დიდი ხანია იცის. მაგრამ ჰიპერდინამია და დარტყმითი სპორტის სახეობები ასევე მოქმედებს სახსრებზე და მათ დაავადებებს იწვევს. ტრავმებს, რა თქმა უნდა, ასევე კარგი არაფერი მოაქვს. მცირე დაჟეჟილობებმა და გაჭიმვებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ფუნქციის დარღვევა.
დატვირთვა, რომელსაც ჭარბი წონა იძლევა, გადაჭარბებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, რადგან ჩონჩხი განკუთვნილია სხეულის გარკვეული წონისთვის (სიმაღლიდან გამომდინარე). ჭარბი წონა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სწრაფ ცვეთას იწვევს.
ჯანსაღ სახსრებს არ უყვარს ნესტი და სიცივე, რადგან გადამეტცივებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთების პროვოცირება, რომელიც ქრონიკულში შეიძლება გადავიდეს.
მნიშვნელოვანია სწორი ფეხსაცმლის შერჩევა
სითბო კი ჯანსაღი სახსრების უახლოესი მეგობარია, უნდა მოერიდოთ გადამეტცივებას და სეზონის მიხედვით ჩაიცვათ, განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც ამინდი მატყუარა შეიძლება იყოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც ტერფის ნორმალურ ყრდნობას უზრუნველყოფს, რადგან ტერფი სხეულის საყრდენს წარმოადგენს. ქუსლის ოპტიმალური სიმაღლეა 2-4 სმ. მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარებამ ძვლებისა და სახსრების არასწორი ფორმის ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი იცავს სახსრებს
სწორი კვება გავლენას ახდენს ჩვენი ჯანმრთელობის ყველა ასპექტზე, მათ შორის სახსრებზე, რომლებსაც ვიტამინები და მინერალები სჭირდება. გამომდინარე აქედან რაციონი უნდა შეიცავდეს ახალ ბოსტნეულს და ხილს, მარცვლეულს, მცენარეულ ზეთებს, რძემჟავა პროდუქტებს და მეტ სითხეს. კონსერვაციის ნაცვლად უპირატესობა გაყინვასა და გაშრობას უნდა მივანიჭოთ, ხარშვისას თერმული დამუშავების დრო შევამციროთ, რათა პროდუქტში მეტი სასარგებლო ნივთიერებები დარჩეს.
სიარული და ისეთი სპორტი, რომელიც დაფუძნებულია მოქნილობისა და გაჭიმვის გაზრდაზე (იოგა, პილატესი, სტრეტჩინგი), დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ვინაიდან სახსრები მოძრაობის დროს საკვებ ნივთიერებებს იღებენ.
პირველივე სიმპტომების დროს, როგორიცაა ტკაცუნი, დისკომფორტი, მოძრაობის დაქვეითება, სახსრის არეში სიწითლე – ექიმს უნდა მიმართოთ.
პირველი გამოყენებიდან ერთ კვირაში ვიპროსალ B®-ს შეუძლია 63%-ით შეამციროს ტკივილი „მოძრაობისას“ (ვ.ვ. ბადოკინი „ვიპროსალი B რევმატული დაავადებების თერაპიაში“. რევმატოლოგია. რუსული სამედიცინო ჟურნალი. ტომი 19, №10 (404), 2011 წ.)
როგორ დავამარცხოთ ტკივილი
სახსარში მტანჯველი ტკივილის დროს მისი დაუყოვნებლივ შეჩერების სურვილი გიჩნდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თვითმკურნალობა – გამოსავალი არ არის. ბევრი ადამიანი უგულებელყოფს ამას და ხშირად არჩევანს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე აჩერებს. ეს პრეპარატები მტკივნეული სიმპტომებისგან თავის დაღწევაში გვეხმარება, მაგრამ მთელი რიგი სერიოზული არასასურველი რეაქცია და უკუჩვენებები აქვს, ამიტომ მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მალამო ვიპროსალი B® რამდენიმე აქტიურ ბუნებრივ კომპონენტს ერთდროულად შეიცავს, რომლებიც ერთმანეთს ავსებს. წიწვოვანი ხეების ფისებიდან მიღებული სკიპიდარი და ქაფური აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების კვებას. გველგესლას შხამი ამცირებს ანთებას, ხსნის ტკივილს და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას. ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ასევე აძლიერებს სალიცილის მჟავა, რომელიც მალამოს შემადგენლობაში შედის.